2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია  „ახალი თაობა – ახალი ინიციატიცა“  პროექტ                        „საქართველო ევროპაში“ -  ფარგლებში, საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში ევროკავშირის კუთხეებს  გახსნის. 
როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, ევრო–კუთხე  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  ხვალ გაიხსნება. ევრო–კავშირის კუთხის გახსნის პარარელურად „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“  პროექტ „საქართველო ევროპაში“ გამართულ თემების კონკურსში გამარჯვებულებსაც დააჯილდოვებს.  დაჯილდოვების ცერემონიალს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში,  ელჩი  ფილიპ დიმიტროვი დაესწრება.  ასევე დაგეგმილია ევროკავშირის და პროეტ „საქართველო ევროპაში“ თემაზე მოხსენების გაკეთება. 
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“–მ  ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და საქართველოს ევრო ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს რეგიონებში ავტო–ტური მოაწყო. მოსახლეობასთან შეხვედრებისას გაიმართა სემინარები და მოხდა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. მოსახლეობას საქართველოს ევრო ინტეგრაციის პროცესის და ზოგადად ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო მასალებიც  დაურიგდათ. 
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












