გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად,
ხვალ ტყიბულის მუნიციპალიტეტს ეწვევა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ტყიბულის ტყის მასივის ამჟამინდელი მდგომარეობისა და სხვა ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემების შესწავლა. ასევე გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატთან - ელისო ჩაფიძესთან.
დაგეგმილია აგრეთვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სესია.

















