მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს,
300 000 ევროს ღირებულების ბიომეტრიული მონაცემების აღრიცხვის ხელსაწყოები უსასყიდლოდ გადასცა. 
ხელსაწყოების საშუალებით მოხდება სამგზავრო დოკუმენტაციისა და სამოქალაქო აქტების გაცემა იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში რეადმისიასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ითხოვენ. აღნიშნული ტექნიკური საშუალება ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას სრულყოფილად უზრუნველყოს მიგრაციის საკითხების მართვა და ეფექტურად წარმართოს რეადმისიის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები. 
ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის მისიისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  წარმომადგენლები დაესწრნენ. 
პროექტი ევროკავშირის „მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის თემატური პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












