სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, დღეს ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძემ გახსნა. 
სამინისტროს ინფორმაციითვე, ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე  ვახტანგ ასანიძემ, სამინისტროს 2013 წლის ახალგაზრდული პროგრამების სტრატეგიული მიმართულებები წარმოადგინა.
ღონისძიებას  ასამდე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












