საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი“ (საქართველო) ფონდი „რუსკი მირის“ მხარდაჭერით და სანკტ პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით, 
სამეცნიერო-კულტურულ ფორუმს „ილია ჭავჭავაძის დღეები სანკტ-პეტერბურგში, დაბადებდან 175 წლისთავისადმი“ ატარებს.
კავშირ  „რუსული კლუბის“ ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს რუსულ-ქართულ სივრცეში კონტაქტების განახლებას. 
საიუბილეო დღეების განმავლობაში ჩატარდება სამეცნიერო სესიები, შემოქედებითი შეხვედრები, მრგვალი მაგიდები, საჯარო ლექციები სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის.
ფორუმში მონაწილეობას მიიეღებს ოცდაათზე მეტი მეცნიერი და კულტურის მოღვაწე თბლისიდან, სანკტ-პეტერბურგიდან და მოსკოვიდან.
ფორუმი 25 ნოემბერს დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












