საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 16 ნოემბრიდან 26 ნოემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას, გამოკითხვაში მონაწილეთა 54,5 პროცენტი უჭერს მხარს.
კითხვაზე „ემხრობით თუ არა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას,“ მონაწილეთა 54,5 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მოწინააღმდეგეთა რაოდენობამ კი, 36,4 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 9,1 პროცენტს გაუჭირდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












