logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„მწვანე ალტერნატივა“ მთავარი პროკურორისგან დარიალი-ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესწავლას მოითხოვს
„მწვანე ალტერნატივა“ მთავარი პროკურორისგან დარიალი-ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესწავლას მოითხოვს
11:52 26.11.2012
გარემოსდაცვითი ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს მთავარი პროკურორისგან „დარიალი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესწავლას მოითხოვს.

ამ მიზნით ასოციაციამ მთავარ პორკურატურას განცხადებით უკვე მიმართა.

„მწვანე ალტერნატივას“ მტკიცებით, სახეზეა კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევები, როგორც კომპანიის, ასევე სახელმწიფო უწყებების მხრიდან, კერძოდ კი, კომპანია „დარიალი ენერჯი“ ჰესის მშენებლობას რამოდენიმე თვის განმავლობაში ნებართვის გარეშე ახორციელებდა, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრომ და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ არ მიიღეს ზომები ამ კანონდარღვევის აღსაკვეთად, ასევე გარემოს დაცვის სამინისტრომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნა და დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა “დარიალი ჰესის” მშენებლობის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა სამშენებლო საქმიანობის წარმართვას ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

ასოციაციის პოზიციით, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული უკანონობის გამოსწორების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით,ცვლილება შეიტანა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში და ჰესის მშენებლობის საბაბით ყაზბეგის ეროვნული პარკიდან 20 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია ამორიცხა.

მწვანე ალტერნატივა საქართველოს მთავარ პროკურორს სთხოვს საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვის სამინისტროს და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ „დარიალი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესწავლას და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა