საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ლატვიური ნაციონალური სამოსის გამოფენა გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება X-XIX საუკუნეების  მოზარდებისა და ბავშვის ეთნოგრაფიული სამოსის 37 ეგზემპლარი.
1992 წლიდან დღემდე ლატვიური ეროვნული სამოსი გამოფენილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატების, ნორვეგიის, ჟენევის, დანიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესპანეთის, საბერძნეთის, ავსტრიის, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის  საგამოფენო დარბაზებში.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ლატვიური ეროვნული სამოსის ცენტრი „სენა კლეეტსი”.
გამოფენა დღეს 18:00 საათზე დაიწყება და 16 დეკემბრამდე  გაგრძელდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












