ფონდი „ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი“   კვლევითი პროექტის - „ტრანსფორმაცია საქართველოში, მნიშვნელოვანი  შედეგები,“
ორი 
შუალედური  ანგარიშის „სინგაპური, ესტონეთი, შვეიცარია: სამიზნე მოდელები ქართული ტრანსფორმაციისთვის?“ და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს ტრანსფორმაცია, დამოუკიდებლობის 20 წელი“ - პრეზენტაციას გამართავს.  
 
პროექტი ხორციელდება „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI)  მხარდაჭერით (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  ფინანსური თანადგომით)  და ეთმობა ეკონომიკური ტრანსფორმაციის ძირითადი მახასიათებლების,  ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის,  სოციალური და ინსტიტუციური კომპონენტების,  სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანებისა და შედეგების ურთიერთმიმართების ანალიზს, რაც მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციის საერთო სურათს ქმნის.
პრეზენტაცია ორშაბათს, დღეს 15.00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში გაიმართება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












