ფონდი „ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი“ კვლევითი პროექტის - „ტრანსფორმაცია საქართველოში, მნიშვნელოვანი შედეგები,“
ორი
შუალედური ანგარიშის „სინგაპური, ესტონეთი, შვეიცარია: სამიზნე მოდელები ქართული ტრანსფორმაციისთვის?“ და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს ტრანსფორმაცია, დამოუკიდებლობის 20 წელი“ - პრეზენტაციას გამართავს.
პროექტი ხორციელდება „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) მხარდაჭერით (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური თანადგომით) და ეთმობა ეკონომიკური ტრანსფორმაციის ძირითადი მახასიათებლების, ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის, სოციალური და ინსტიტუციური კომპონენტების, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანებისა და შედეგების ურთიერთმიმართების ანალიზს, რაც მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციის საერთო სურათს ქმნის.
პრეზენტაცია ორშაბათს, დღეს 15.00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში გაიმართება.

















