სარემონტო სამუშაოების გამო 26 და 27 ნოემბერს 10 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ქვემო ალექსეევკის დასახლების და ხვედელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

















