საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან 23 ნოემრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, 
გამოკითხვაში მონაწილეთა 66,7 პროცენტი მიიჩნევს რომ, საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული დაკავებები დემოკრატიული ფორმების დაცვით ხორციელდება.
კითხვაზე „თქვენი აზრით დემოკრატიული ფორმების დაცვით ხორციელდება თუ არა ბოლო პერიოდის გახმაურებული დაკავებები“, გამოკითხვაში მონაწილეთა 66,7 პროცენტმა დადებითად უპასუხა, 23,8 პროცენტს კი მიაჩნია, რომ აღნიშნული დაკავებები არადემოკრატიული ფორმებით განხორციელდა.
ამასთან, დასმულ  კითხვაზე პასუხის გაცემა მონაწილეთა 9,5 პროცენტს გაუჭირდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












