საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რაგბის საერთაშორისო საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას რაგბის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გრემ მური, საბჭოს განვითარებისა და სანაკრებო განყოფილების თავმჯდომარე მარკ იგანი, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ესწრებოდნენ. 
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში რაგბის განვითარების გეგმებზე ისაუბრეს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












