სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზარდულ ცენტრში ხვალ გუდამაყრელთა პოეზიის საღამო გაიმართება.      
ღონისძიებაში მონაწილეობას  გუდამაყრისა და ფასანაურის სკოლის მოსწავლეები, ასევე პოეტები: დიმიტრი წიკლაური, მამუკა წიკლაური, ტარიელ ხარხელაური და მარიამ წიკლაური მიიღებენ.
 
საღამოზე წაიკითხავენ  გოდერძი ჩოხელის ლექსებს და ასევე გუდამაყრელ ხალხურ მთქმელ-მელექსეთა ჯერაც გამოუქვეყნებელი ლექსებს. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ფოლკლორული ანსამბლები. საღამოს ფარგლებში გაიმართება გოდერძი ჩოხელის წიგნის "ნაწილიანი"-ს პრეზენტაცია. 
გუდამაყრელთა პოეზიის საღამო ხვალ 16 საათზე გაიმართება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












