ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ მიხეილ სააკაშვილს ბაგრატის ტაძრის აღდგენისათვის და მადლიერების ნიშნად, საჩუქრად ბზის წმინდა გიორგის ხატი, როგორც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო - გადასცა.
ამის შესახებ პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.
„ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს მოსახლეობა დალოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ის დამსახურება, რომელიც პრეზიდენტს ბაგრატის ტაძრის აღდგენაში მიუძღვის. მისი თქმით სიმბოლურია, რომ ქვეყნის პირველმა პირმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული ერს ბაგრატის ტაძრიდან მიულოცა, რომელიც საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა. მეუფემ მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს ბაგრატის ტაძრის აღდგენისათვის და მადლიერების ნიშნად პრეზიდენტს საჩუქრად ბზის წმინდა გიორგის ხატი გადასცა, როგორც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო“ - ნათქვამია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
მიხეილ სააკაშვილი გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღვთო ლიტურღიას, უმცროს ვაჟ, ნიკოლოზთან ერთად ბაგრატის ტაძარში დაესწრო.

















