საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვაში მონაწილეთა  35,9 პროცენტი მიიჩნევს, რომ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განხორციელებული რეკონსტრუქციის შემდეგ, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა გართულდა.
კითხვაზე  - „თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა მარჯვენა სანაპიროზე განხორციელებული რეკონსტრუქციის შემდეგ სავალი ნაწილის ამ მონაკვეთზე მოძრაობა“, გამოკითხვაში მონაწილეთა 39,9 პროცენტი მიიჩნევს, რომ მოძრაობა გართულდა, 28,2 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ სავალი ნაწილის ამ მონაკვეთზე, მოძრაობა გამარტივდა.
გამოკითხვაში მონაწილეთა 15,4 პროცენტის აზრით, ამ კუთხით რეკონსტრუქციის შედეგად მდგომარეობა არ შეცვლილა,  20,5 პროცენტს კი დასმულ კითხვაზე პასუხი არ აქვს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












