საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს რაგბის საერთაშორისო საბჭოს დელეგაციას შეხვდება. 
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  რაგბის საერთაშორისო საბჭოს - IRB-ს მაღალჩინოსნები - განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი - მარკ იგანი, რაგბის კომიტეტის თავმჯდომარე - გრეჰემ მური და, ასევე, რიჩი დიქსონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.  ეს უკანასკნელი 2011 წლის რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ამჯერად კი IRB-ს განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი და კონსულტანტია. 
შეხვედრაზე მხარეები სახელმწიფოს მხრიდან რაგბის მხარდაჭერის პროგრამას განიხილავენ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












