ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ინიციატივით, 25-27 ნოემბერს დრამატურგთა და თეატრის კრიტიკოსთა პირველი საერთაშორისო ფორუმი - „პოსტსაბჭოთა დრამატურგია - აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეში“  გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას სახელობის უნივერსიტეტიდან აცნობეს,    თბილისში საერთაშორისო ფორუმზე თეატრის ახალგაზრდა  კრიტიკოსები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ლიტვიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან შეიკრიბებიან, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე თეატრსა და ეროვნულ დრამატურგიაში საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე მოხსენებებს წარმოადგენენ. 
 პლენარული სესიების გარდა საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამოცემის „პოსტსაბჭოთა დრამატურგია“ პრეზენტაციაც  გაიმართება.
 
 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დრამატურგები და თეატრის კრიტიკოსები პოსტსაბჭოთა სივრციდან პირველად ამ საერთაშორისო ფორუმზე შეიკრიბებიან და შემოქმედებით პრობლემებზე და იმ ტენდენციებზე  იმსჯელებენ, რასაც ადგილი აქვს თითოეული ქვეყნის თეატრსა და უახლეს დრამატურგიაში.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












