23 ნოემბერს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა გიორგის ხსენების დღეს გიორგობას აღნიშნავს. 
ამ დღესასწაულთან  დაკავშირებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც  საქართველოში 184 496 გიორგი ცხოვრობს.
სტატისტიკის თანახმად, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2012 წელს ვაჟების პოპულარული სახელების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: - გიორგი, ნიკოლოზი, ლუკა, საბა, ანდრია, ალექსანდრე, დავითი, დიმიტრი, მათე და  გაბრიელი.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












