პროექტი “განახლებადი ენერგია საქართველოს განაპირა რეგიონებისათვის- მზის ბატარეის სისტემა თუშეთში”, გრძელდება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სისტემა, რომელიც მზის ენერგიის ხარჯზე მუშაობს, თუშეთის ეროვნულ პარკში მცხოვრებ ოჯახებში უკვე დამონტაჟებულია. 
პირველ ეტაპზე მზის გამაცხელებლის სისტემა 62 ოჯახს  დაუმონტაჟდა, კომპაქტური მზის ბატარეის სისტემა კი 16 ფერმერს გადაეცა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, კახეთის რეგიონში, მაღალმთიანი თუშეთის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად 270 000 ევროს შესაბამისი ექვივალენტი ლარში დაიხარჯა.  პროექტის ბოლო ეტაპზე  თუშეთის ადგილობროვი მაცხოვრებლებისათვის 67 მზის ენერგიის წყლის გამაცხელებელი და  ოთხი 230 ვატიანი მზის ენერგიის  გარდაქმნის სისტემა დამონტაჟდა. 
ჩეხეთის განვითარების სააგენტო დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან 2010 წლიდან თანამშრომლობს. ერთობლივი პროექტის მიზანი თუშეთში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












