ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით უკანონო ტყით სარგებლობაზე კონტროლი გაამკაცრა.
სააგენტო მიმართავს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ხე-ტყის უკანონო მოპოვებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ კანონით გათვალიწინებული ზომები იქნება გატარებული.
ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2012 წლის 19-20 ნოემბერს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლენილია 15 ადმინისტაციულ სამართალდარღვევის ფაქტი. კერძოდ, ქარელის რაიონში - 7 ადმინისტაციულ სამართალდარღვევის ფაქტი, ხოლო ხაშურის რაიონში - 8 ადმინისტაციულ სამართალდარღვევის ფაქტი.
ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 66 მუხლის მე-2 პრიმა ნაწილი პირველ ეტაპზე გაფრთხილებას და გარემოზე მიღენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 500 ლარიანი ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს.

















