სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში, დღეს, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართება.
არჩევნებში ხმის უფლების მქონე 22 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფედერაციის პერეზიდენტობისათვის 3 კანდიდატი - ვახტანგ მეიფარიანი, ზურაბ კაკაბაძე და ზაზა კალანდაძე იბრძოლებს.
ფედერაციის პრეზიდენტის არჩვევნები დღეს 14:00 საათზე გაიმართება.

















