საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში 21 ნოემბრის ნაცვლად, 8 დეკემბერს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩვენების თარიღი კრივის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ხმის მიცემის უფლების მქონე დელეგატთა რაოდენობის დაკონკრეტების და კორექტირების მიზეზით შეიცვალა.
კრივის ფედერაციის წერილის თანახმად, არჩენებში მონაწილეობა 159 დელეგატს უნდა მიეღო, ეს რაოდენობა კი ბევრად აღემატება სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში დამსწრეთა შესაძლო რიცხს. აქედან გამომდინარე, სამინისტროდან კრივის ფედერაციის მისამართით გაიცა რეკომენდაცია დელეგატთა რაოდენობის კორექტირებასთან დაკავშირებით.
კრივის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ხმის მიცემის უფლების მქონე დელეგატთა რაოდენობაში კორექტივები შევა და ყრილობა 8 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება.

















