ქვესადგურში "ზღვისპირეთი" სარემონტო სამუშაოების გამო 21 ნოემბერს 10 საათიდან 17 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს, კონკრეტულად კი ზღვისუბნის II-ა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ასევე სარემონტო სამუშაოების გამო 21 ნოემბერს 10 საათიდან 14:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება გლდანის რაიონის ნაწილსაც შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის V და VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
21 ნოემბერს 10 საათიდან 15 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება აგრეთვე საბურთალოსა და ვაკის რაიონის ნაწილს, კერძოდ პეკინის და გამსახურდიას გამზირების, დოლიძის, ენგურის, ალმასიანის, ბერბუკის და ბალანჩივაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე ვაჟა-ფშაველას გამზირის, კოსტავას ქუჩის, ვაჟა-ფშაველას IV და VI კვარტლების მაცხოვრებლებს.

















