"ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" და "საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები" თბილისის სარეკრეაციო ზონების გაუქმებას აპროტესტებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თბილისის საკრებულომ ნორმატიული აქტები მიიღიო, რომელიც რეკრეაციული ზონების დაცვას ემსახურება.
"მოვითხოვთ, საკრებულომ მიღებული გადაწყვეტილებები შეასრულოს და ბაღებისა და პარკების გაჩეხვა შეწყვიტოს. რაც დარჩა, ის მაინც შევინარჩუნოთ" - განაცხადა "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
მისივე თქით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად არც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აქტიურობენ.

















