საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 13 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვაში მონაწილეთა 47,5 პროცენტი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მისი სოციალური მდგომარეობა გაუარესდა.
კითხვაზე „როგორ შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში თქვენი სოციალური მდგომარეობა,“ გამოკითხვაში მონაწილეთა 47,5 პრიოცენტმა უპასუხა, რომ ის გაუარესდა, 20 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
გამოკითხვაში მონაწილეთა 27,5 პროცენტი მიიჩნევს რომ მათი მდგომარეობა დროის ამ მონაკვეთში არ შეცვლილა, 5 პროცენტს კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არა აქვს.

















