ორგანიზაცია „საქართველოს იეზიდთა სახლი“-ს მოწვევით, დღეს საქართველოს, ერაყის ქურთისტანის რეგიონის, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და შემოქმედებითი ჯგუფები ესტუმრნენ. დელეგაცია 35 ადამიანითაა განსაზღვრული.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება.
კერძოდ, დღეს ქ. ერბილის ქურთული კულტურის ფოლკლორული ანსამბლი თბილისი არტ ჰოლში კონცერტს გამართავს. კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ერაყის ქურთისტანის რეგიონის სახელმწიფო ანსამბლის ცეკვისა და სიმღერის პროგრამა.
ხვალ კი, თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში, ქ. აკრას ხალხური ახალგაზრდული ანსამბლი კონცერტს გამართავს. კონცერტზე ნაციონალური ცეკვისა და სიმღერის პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

















