საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი), არტ-ფონდი მხატვართა გამოფენას - "თბილისური შემოდგომა 2012." აწყობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრიდან აცნობეს, გამოფენაში მონაწილეობას 12 მხატვარი მიიღებს.
არტ-ფონდისა და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, გამოფენა ხვალ 16:00 საათზე გაიხსნება.

















