საქართველოსა და კორეის რესპუბლიკებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, კონოთეატრ „რუსთაველში“ ხვალ მხატვრული ფილმების ფესტივალი გაიხსნება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ხვალვე პროექტის ფარგლებში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიღება გაიმართება, სადაც ასევე კულტურული პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
კინოთეატრ „რუსთაველში“ ფესტივალი ხვალ 15:00 საათზე გაიხსნება, მიღება ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი 19:20 საათზე გაიმართება.

















