საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს, დღეს რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეები ეწვივნენ.
ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, არქივის თანამშრომლებმა, მოსწავლეებს გააცნეს საისტორიო არქივში დაცული მასალები ქართველი რომანტიკოსების-ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ. ისტორიული დოკუმენტებთან ერთად, სტუმრებმა ნახეს კინოფოტოფონოდოკუმეტების არქივში დაცული 1967 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ და მოისმინეს ფონოჩანაწერი - გრიგოლ ორბელიანის ლექსი „თამარის დროშა გაშალეს“ რომელსაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ტარიელ საყვარელიძე კითხულობს.
ეროვნული არქივი მსგავსი სახის ღონისძიებებს კვლავ გეგმავს.

















