იაპონიის კულტურის თვე, 23 ნოემბერს ვადაიკოს კონცერტით „ლეონარდ ეტოკოს ანსამბლის“ შესრულებით დასრულდება.
როგორც „ნიუსპრესს“ იაპონიის საელჩოდან აცნობეს, კონცერტი ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში გაიმართება .
იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, იაპონიის საელჩო მთელი წლის განმავლობაში კულტურულ ღონისძიებებს ატარებდა.
ამავე პროექტის ფარგლებში 21 და 22 ნოემბერს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ლექცია - დემონსტრაციები გაიმართება.

















