სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს, 20 ნოემბერს 10:00 დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კრწანისის რაიონის ნაწილს, გორგასლის და კრწანისის ქუჩის, აგრეთვე სარაჯიშვილის, ილორის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კი ელექტრომომარაგება ზეკარის, სანავარდოს, წერონისის და ლაითურის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ.
ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს დღესვე აღუდგება.

















