საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ.სამების საკათედრო ტაძარი), ხვალ ქართული ღვინის საღამო გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდობის ცენტრიდან აცნობეს, საღამოს მევენახეობა–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი წარუძღვება, განსახილველი თემა კი იქნება ღვინის ტურიზმი საქართველოში.
საღამოზე მოხდება აგრეთვე წიგნის - „წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) ღვინის ქართულად დაყენების შესახებ“ - წარდგინება.
ღონისძიება ქართული ხალხური სიმღერებით გაფორმდება.
ქართული ღვინის საღამო საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის ცენტრში ხვალ 19:00 საათზე გაიმართება.

















