საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 12 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების ტანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 70,5 პროცენტი,
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას არ ეთანხმება.
კითხვაზე - „ეთანხმებით თუ არა ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას ბაჩო ახალაიას დაკავების
პოლიტიკური ანგარიშსწორების კონტექსტში განხილვასთან დაკავშირებით“, გამოკითხვის მონაწილეთა 70,5 პროცენტმა უარყოფითი პასუხი გასცა, 22,7 პროცენტი კი რასმუსენის განცხადებას ეთანხმება.
ამასთან კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 6,8 პროცენტს გაუჭირდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით, რასმუსენმა შეშფოთება გამოთქვა.მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს.

















