საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დღეს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ერთ კვირიანი სამუშაო ვიზიტით ორგანიზაციის ექსპერტი ეწვია.
ამ მისიის ფარგლებში ეს უკვე რიგით მეორე ვიზიტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ექსპერტი საქსტატის თანამშრომლებს დაეხმარება სტატისტიკური ინფორმაციის მონაცემთა გავრცელების ახალი ერთიანი სისტემის შექმნასა და დანერგვაში.

















