რეჟისორი რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრს უბრუნდება.
ამის შესახებ ინფორმაცია მან „ფეისბუქში“, თავის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
„გადავწყვიტე! მოვდივარ!
თეატრი არც უფერული მსახიობის ზალიკო(ჩიქობავას)კუთვნილებაა, არც ოლივერის და არც პატარა ტკიპების, მართველმა როგორც მურმანივითშეასია თეატრს.
მოვდივარ!
ეს თეატრი ილიასი, აკაკის, იაკობის დაარსებულია და კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს ამ უზურპატორებს გავუსწორდე. ვინ არიან ეს პუკები, ან გაზარმაცებული მსახიობები - თამაში რომ აღარ უნდათ უბრალოდ ეშინიათ. ან იმ რეჟისორების სიამაყე, ლონდონის 40 წლის წინ დადგმულ სპექტაკლს ქართულ თეატრში უნიჭოდრომ იმეორებენ.
ამიტომ მოვდივარ!
ამ თეატრში მეც ვმუშაობდი და ჩემი ვალია არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე. ხოლო იმ ვითომ ინტელექტუალურ რაჟისორებზე მეტი ნამდვილად წამიკითხავს. ერთი წიგნით მეტი მაინც. და იმ ნიჭიერ მსახიობებს, ვისაც ხელფასი ბევრად დაბალია, ვიდრე უნიჭო არტისტებს. ნამდვილად ვუშველი. ბოლოს და ბოლოს ეს რუსთაველის თეატრია!
ქართველების ერთადერთი თეატრი. სამწუხაროდ...
მოვდივარ!“ - ნათქვამია რეჟისორის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
რობერტ სტურუა „ქსენოფობიური განცხადებების გაკეთების“ მოტივით, რუსთაველის თეატრიდან ნიკა რურუას ბრძანებით გაათავისუფლეს.

















