logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სტრასბურგის 2012 წლის საშობაო ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი იქნება
სტრასბურგის 2012 წლის საშობაო ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი იქნება
10:45 19.11.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის საშობაო ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

საშობაო ბაზრობაზე კულტურულ ღონისძიებათა პროგრამას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს.

24 ნოემბერს, ევროპის საპარლამენტო ქალაქში საშობაო ბაზრობის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველო, როგორც სტრასბურგის საშობაო ბაზრობის თანამასპინძელი, “ქართულ სოფელს” და კულტურულ ღონისძიებებს გამართავს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციითვე, საქართველოს მოწვევის გადაწყვეტილება სტრასბურგის მერიამ მიიღო, სადაც განაცხადი რამდენიმე ქვეყნიდან იყო შესული. 2012-2013 წლის საშობაო ბაზრობის სტუმარ ქვეყანასთან დაკავშირებით არჩევანი, საქართველოსა და იაპონიას შორის, საქართველოს სასარგებლოდ გაკეთდა. სტუმრის შერჩევის კრიტერიუმებიდან უმთავრესია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დონე ქვეყანაში; ასევე მნიშვნელოვანია საერთო ევროპული ფასეულობების პატივისცემა.

კულტურული პროგრამის ფარგლებში კონცერტებს ჩაატარებენ „სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ლაშარი“, ასევე პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად და მომღერალი თამთა ცხვიტავა. წარმოდგენებს გამართავენ პანტომიმისა და თითების თეატრები, შედგება ფოტოგრაფთა ექსპოზიცია, საბავშვო პროგრამა “თიხიანი ხელები” და მოეწყობა ქართული კინოჩვენებები.
“ქართული სოფელი” კი საქართველოს ყველა კუთხის გასაცნობად, გუტენბერგის მოედანზე, ქართულ სამზარეულოს, ეროვნულ პროდუქციას, ნაციონალურ სამოსს, საიუველირო ნაწარმს, ქართულ ღვინოს, სუვენირებს, ხელნაკეთ ნივთებსა და თოჯინებს, ქართულ საახალწლო სიმბოლიკას წარმოადგენს.

სტრასბურგის საშობაო გამოფენას ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა