სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს დიდგორის, ვაკის, ისნისა და სამგორის რაიონების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ.
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს, ქვესადგურში „კიკეთი“ სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია კიკეთის, ბეთანიის, დიდებისა და კოჯრის მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე აღნიშნული შეზღუდვა ვაკის რაიონის ნაწილს, წყნეთის გზატკეცილის და ბაგების მაცხოვრებლებსაც შეეხებათ.
სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებენ სამგორის ჩიხისა და ნადარეიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები დროის ამავე მონაკვეთში, ქვესადგურში „ნავთლუღი-2“ სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებსაც შეეზღუდებათ.

















