სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კვირას მწერალ მერაბ რატიშვილის ახალი რომანის „დაკარგული ფურცლების” პრეზენტაცია გაიმართება.
გამომცემლობა „კალიგრამის“ ცნობით, ვინაიდან რომანი ”დაკარგული ფურცლები” დიდ ქართველ მწერალსა და შემოქმედს, ჭაბუა ამირეჯიბს ეძღვნება, მისი პრეზენტაცია სპეციალურად ჭაბუა ამირეჯიბის 91 წლისთავის იუბილეზე დაიგეგმა.
გამომცემლობა რომანის ექსკლუზიური გამოცემის დაბეჭვდასაც გეგმავს, რომელშიც მოწვეული სტუმრები მილოცვებს დააფიქსირებენ, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი წიგნს ჭაბუა ამირეჯიბს გადასცემენ.
ნაწარმოები მწერალმა რუსთავის N 6 ციხეში დაწერა,სადაც იგი 2007 წლიდან იმყოფება.
საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციები რატიშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.
მერაბ რატიშვილის ასევე დაწერილი აქვს რომანები: „ჯუღა“, „ილიდი“, „თეთრი ლამა“ ასევე, ლექსებისა და მოთხრობების კრებული – “ოდესღაც“.

















