ქართველი მოჭადრაკე ლელა ჯავახიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა. მან რუსეთის ქალაქ ხანტი მატიისკში მიმდინარე ტურნირზე მეორე რაუნდიც დაძლია.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ლელა ჯავახიშვილი ტურნირის მეორე რაუნდში საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეს, მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფ უკრაინელ კატერინა ლაჰნოს შეხვდა. ლელას მასთან პირველი პარტია თეთრი ფიგურებით ფრედ ჰქონდა დასრულებული და შემდეგ შავი ფიგურებით მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. მესამე რაუნდში ანუ, მერვედფინალში მისი მეტოქე ინდოელი დრონავალი მარიკა იქნება.
ლელა ჯავახიშვილთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მოჭადრაკე ნინო ხურციძეც მონაწილეობს. მისი მეტოქეც ასევე მაღალრეიტინგული, მსოფლიოს მე-5 ნომერი, ჩინელი ქსიუ ჟაო იყო. ქართველმა მოჭადრაკეს მასთან პირველი პარტია შავებით წააგო, შემდეგ კი თეთრებით აიღო რევანში. ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობას ტაიბრეიკი გაარკვევს. თუ ხურციძე ჟაოს დამარცხებას მოახერხებს, მერვედფინალში უკრაინელ მარია მუზუჩუკს ეთამაშება.

















