საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 8 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვაში მონაწილეთა 68,8 პროცენტი „სახალხო კრების“ ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და პარტიის ელიტისთვის 10 წლით პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს, - მხარს უჭერს.
კითხვაზე „ეთანხმებით თუ არა "სახალხო კრების" მიერ გაჟღერებულ ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებისა და პარტიის ელიტისთვის 10 წლით პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ“, გამოკითხვაში მონაწილეთა 68,8 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო მონაწილეთა 20,8 პროცენტი „სახალხო კრების“ ინიციატივას არ ეთანხმება.
ამასთან დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 10,4 პროცენტს გაუჭირდა.

















