საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად ნუგზარ კანდელაკი დაინიშნა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობთ, ნუგზარ კანდელაკი და მისი ახალი მოადგილე ვახტანგ ასანიძე ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველობის თანამშრომლებს უკვე შეხვდნენ და დეპარტამენტის სამომავლო საქმიანობისა და გეგმების შესახებ ისაუბრეს.
ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ასევე შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს და აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში ამ სფეროში რადიკალური ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.
ნუგზარ კანდელაკი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სისტემის დანერგვა, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტებს კოორდინირებული მუშაობის საშუალებას მისცემს. ამ საკითხზე იმუშავებენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები.
ნუგზარ კანდელაკი სპეციალობით ისტორიკოსია. ის 1990 წლიდან საქმიანობს საგანმანათლებლო სფეროში და ასევე ჩართულია სპორტულ აქტივობებში. არის ბათუმის „ბასკოს" საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი, აზერბაიჯანის დას. უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბის მთავარი და საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელი.

















