ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „პოლიტიკური ნიშნით დევნილ და უსამართლოდ გათავისუფლებულ პროფესორთა უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფი“,
რომლის შემადგენლობაშიც თსუ-ს ყოფილი პროფესორები და სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები შედიან, დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან.
საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გაკეთებული მიმართვის საფუძველზე შემუშავებული სამოქმედო გეგმისა და კონკრეტული ღონისძიებების დეტალებს განიხილავენ.
განათლების მინისტრმა მოუწოდა საუნივერსიტეტო დავებში ჩართულ მხარეებს საერთო ენის გამოძებნისა და თანამშრომლობისაკენ, რითაც შესაძლებელი გახდებოდა სასამართლოს გარეშე, მორიგების საფუძველზე კონკრეტული მექანიზმების ჩამოყალიბება და არსებული პრობლემების მოგვარება, რაც საინიციატივო ჯგუფის თქმით, თსუ-ს რექტორატის მიერ არ იქნა გაზიარებული.
თსუ-ს ყოფილ პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის წევრები გეგმავენ ასევე მინისტრს მიაწოდონ პრობლემის გადაწყვეტის კომპრომისულ ვარიანტი და გარდამავალი ეტაპის სამოქმედო გეგმის მათეული ხედვა.

















