ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლები დღეს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოში მოღვაწეობის 20 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავს.
საქართველოში USAID - ის წარმომადგენლობის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს მთავრობის წევრები და USAID-ის პარტნიორი ორგანიზაციები.
პრესსამსახურის იფორმაციითვე, ბოლო 20 წლის განმავლობაში USAID-მა საქართველოში მრავალი პროექტი განახორციელა, „რომელთა დადებითი შედეგი საგრძნობი იყო საქართველოს მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2008 წელს მიღებული 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება კი უმნიშვნელოვანესი იყო ომის შედეგების აღმოფხვრაში“.

















