სარემონტო სამუშაოების გამო დღეს გლდანის, ისნისა და სამგორის რაიონების მაცხოვრებელთა ნაწილს ელექტრომომარაგების მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის ნაწილს, დროის ამავე მონაკვეთში ელექტროენერგია ასევე შეეზღუდება ვარკეთილის ზემო პლატოს ნაწილსაც.
11:00 საათიდან 16 საათამდე კი შეზღუდვა ვაზისუბნის დასახლების და სანდორ პეტეფის ქუჩის მაცხოვრებლებსაც შეეხებათ.

















