ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კამპანიაში თბილისის მერიაც ერთვება.
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს პროკურატურის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ანტინარკოტიკული კამპანიის ახალი დეტალები განიხილეს.
"უკვე დადგა დრო, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ გაცილებით უფრო ცივილიზებული და ეფექტური მკურნალობის საშუალება. ამით ხალხის მკურნალობას და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას მოვახდენთ", - განაცხადა გიგი უგულავამ შეხვედრაზე.
სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრს თბილისის მერია დააპროექტებს. პროექტის დაფინანსება კი, ნარკოდამნაშავეებზე დაკისრებული ჯარიმებიდან იგეგმება.
საქართველოს პროკურატურის მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში,
სპეციალური ნარკოლოგიური ცენტრები აშენდება, სადაც ნარკოდამნაშავეები იმკურნალებენ.

















