თბილისის მერიის ორგანიზებით, ისტორიის მუზეუმ “ქარვასლა”-ში თბილისის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის ისტორიული უბნების ძველი იერსახისა და რეაბილიტირებულ უბნებში მიმდინარე სამშენებლო პროცესის, განახლებული შენობების, ქუჩებისა და დასასვენებელი პარკების ამსახველ ფოტოებს.
„ქარვასლაში“ გახსნილი გამოფენა დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.

















