საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 7 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვაში მონაწილეთა 40,5 პროცენტი ყველაზე მეტად ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებას ენდობა.
კითხვაზე „რომელი ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვება იმსახურებს თქვენს ნდობას ყველაზე მეტად,“ გამოკითხვაში მონაწილეთა 40,5 პროცენტმა ტელეკომპანია „მაესტრო“ დაასახელა. მონაწილეთა 18,9 პროცენტი კი ყველაზე სანდოდ ტელეკომპანია „მე-9 არხის“ საინფორმაციო გამოშვებას მიიჩნევს, რასაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მოსდევს გამოკითხვაში მონაწილეთა 13,5 პროცენტით.
გამოკითხვაში მონაწილეთა 8,1 პროცენტი ყველაზე სანდოდ ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო გამოშვებას მიიჩნევს, ხოლო „საზოგადოებრივ მაუწყებლის“ საინფორმაციო გამოშვებებს მონაწილეთა ყველაზე მცირე - 2,7 პროცენტი ენდობა.
ამასთან გამოკითხვაში მონაწილეთა 16,2 პროცენტი სანდოდ არცერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებას არ მიიჩნევს.

















