რუსეთის ქალაქ  ხანტი მატიისკში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო ჩემპიონატზე ორმა ქართველმა მოჭადრაკემ ნინო ხურციძემ და  ლელა ჯავახშვილმა პირველი წინაღობა დასძლიეს და ტურნირის   მეორე ეტაპზე,1/16 ფინალში გავიდნენ.   
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით ნინო ხურციძემ მოწინააღმდეგეს ორი კლასიკური პარტიის ჯამში  აჯობა. 
ლელა ჯავახიშვილმა კი  რუს ანასტასია ბოდნარიუკთან დამატებით ორი 25-წუთიან პარტიაშიც ფრე დააფიქსირა, მასთან პაექრობის მესამე ეტაპზე ორი 10-წუთიანი პარტია ითამაშა, რომელთაგან პირველში თეთრი ფიგურებით მეტოქეს ყაიმზე შეუთანხმდა, შემდეგ კი შავი ფიგურებთ აჯობა.
 სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ეტაპის შეხვედრები 14-15 ნოემბერს გაიმართება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












