ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივს“ შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
 როგორც  „ნიუსპრესს“ უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს,  მემორანდუმის მიზანი ეროვნული არქივის საქმიანობის შესახებ თსუ-ს სტუდენტების ინფორმირება, მხარეთა მიერ ერთობლივი პროექტების მომზადება-განხორციელება და ინსტიტუციური მიზნების მიღწევის ხელშეწყობაა.
მემორანდუმის გაფორმება დღეს 13 საათზე მოხდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












